27 ნოემბერი 2022,   02:41
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება, რომელსაც თეა წულუკიანი ესწრებოდა, ხმაურის ფონზე ჩატარდა

ხმაურის ფონზე ჩატარდა ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა გიდების სასწავლო კურსის საზეიმო დახურვის ღონისძიების ჩაშლა სცადა. ისინი უნივერსიტეტის დარბაზში ბანერითა და მიკროფონით ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას, რის შემდეგაც ტერიტორია დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

სტუდენტები სასწავლებელში არსებულ პრობლემებთან და საერთო საცხოვრებლის საკითხზე თეა წულუკიანთან გასაუბრებას ითხოვდნენ.

დღის ამბები