08 დეკემბერი 2022,   06:39
ვრცლად
მარნეულში, საჯარო სკოლაში მასწავლებლის მიერ შემუშავებულ დასჯის მეთოდთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

დაჩოქილი ბავშვები სკოლაშ - მარნეულის საჯარო სკოლაში მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით, იძულების ბრალდებით დაიწყო.

პედაგოგს დროებით უფლებამოსილება შეუწყდა. ეს მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში დაჩოქილი მოსწავლეების ფოტო გაავრცელა.

ბაირამოვას ინფორმაციით, მარნეულის სოფელ კირიხლოში ქართული ენის პედაგოგმა, რომელიც დირექტორის ძმის შვილია, მეოთხე კლასელები დასაჯა და მუხლებზე დააყენა, მიზეზი, კი ის იყო რომ ისინი კარგად არ სწავლობდნენ.

მასწავლებელმა დაჩოქილ ბავშვებს ფოტო გადაუღო და მშობლებს გაუგზავნა. საქმეს განათლების სამინისტროც სწავლობს.

დღის ამბები