27 ნოემბერი 2022,   02:52
ვრცლად
უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის განცხადებით, პოლიტიკური თანამეგობრობის ჩამოყალიბების მიზანი ლიდერების თანაბარ პირობებში შეკრება და ევროპის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განსამტკიცებლად პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

"უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე, შევთანხმდით, შევქმნათ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებისა და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველსაყოფად," – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი, რომლითაც შარლ მიშელმა საბჭოს წევრებს 6 ოქტომბერს დაგეგმილი სამიტის წინ მიმართა.

დღის ამბები