08 დეკემბერი 2022,   07:42
ვრცლად
მასწავლებელი, რომელმაც კლასში მოსწავლეები დააჩოქა, ამბის გახმაურების შემდეგ ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს

მარნეულის ერთ-ერთი სოფლის სკოლის მასწავლებელი, რომლის დასჯის მეთოდების შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ამბის გახმაურების შემდეგ შეუძლოდ გახდა. "კურიერს" მისმა შვილმა განუცხადა, რომ რაჰმან მუსაევი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც სოციალური ქსელების საშუალებით გახდა ცნობილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი მე-4 კლასის მოსწავლეებს მუხლებზე დაყენებას აიძულებდა და ისე უტარებდა გაკვეთილს. ქართული ენის მასწავლებელი რაჰმან მუსაევი მე-4 კლასის მოსწავლეებს, საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, აიძულებდა მუხლებზე დამდგარიყვნენ. დასჯილ ბავშვებს კი ფოტო გადაუღო და ახლობლებს გაუგზავნა.

ამავე თემაზე :მარნეულში, საჯარო სკოლაში მასწავლებლის მიერ შემუშავებულ დასჯის მეთოდთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

დღის ამბები