29 ნოემბერი 2022,   19:43
ვრცლად
სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მეგობარი ქალი მშობიარობისთვის აშშ-ში გაუშვა - ფაქტზე დაკავებულია რამდენინე პირი

რუსმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ, რომელიც 2016 წელს რუსეთის არჩევნებში ჩარევის გამო ოყო სანქცირებული, ხოლო 2018 წლიდან აშშ-მ შავ სიაში შეიყვანა, მეგობარი ქალი აშშ-ში სამშობიაროდ გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ Business Insider ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პუტინის მხარდაჭერის პარალელურად, მილიარდერმა ოლიგარქმა ათასობით დოლარი დახარჯა, რათა მისი შვილი შტატებში დაბადებულიყო და მიეღო მოქალაქეობა.  

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის სამართალდამცავმა უწყებამ ნიუ ჯერსში მცხოვრებლი მოქალაქე დააკავა, რომელიც ოლიგარქს დაეხმარა სანქციების თავიდან აცილებაში.

ამასთან, წყვილს და კიდევ ორ სხვა საქმეში მონაწილე ფიგურას სანქციებისთვის თავის არიდების საქმეზე, ბრალი წარუდგინა.

 

 

დღის ამბები