29 ნოემბერი 2022,   19:23
ვრცლად
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სახლს დაეცა, არის მსხვერპლი - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში  თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა, რასაც 3 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. შემთხვევა მინესოტას შტატის ქალაქ ჰერმანთაუნში მოხდა. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ შეჯახებას სახლში მყოფი მაცხოვრებლები სასწაულებრივად გადაურჩნენ და მათგან არცერთი დაშავებულა.

დაღუპულები, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თვითმფრინავში მყოფი მგზავრები არიან - 30 წლამდე ასაკის 2 მამაკაცი და ერთი ქალი.

როგორც სახლის მფლობელმა განაცხადა, თვითმფრინავმა მათ სახლში ჭურჭელი დააზიანა, რომელიც მისი და მისი მეუღლის საძინებელთან რამდენიმე სანტიმეტრში ეწყო.

ადგილზე საგამოძიებო სტრუქტურები მუშაობენ და კატასტროფის მიზეზს იკვლევენ.

დღის ამბები