08 დეკემბერი 2022,   07:20
ვრცლად
უკრაინა ტერიტორიებს იბრუნებს - გათავისუფლებულია ხერსონის ორი ოლქი და სოფელი დონეცკში

უკრაინა ტერიტორიებს იბრუნებს. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია ხერსონის ორი დასახლება, ასევე, ერთი სოფელი დონეცკის ოლქში.

ინფორმაციას ადასტურებს ოფიციალური კიევი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში კა-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს და 40 ოკუპანტი მოკლეს. განადგურდა სამხედრო ტექნიკაც. პარალელურად, შეტევებს არ წყვეტენ ოკუპანტები.

გვიან ღამით დაიბომბა სუმის რეგიონი. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. რეგიონის სოფლებში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი.

გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპორიჟიაზე - განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. არის მსხვერპლი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, სამხედროების მოხსენებების უდიდესი ნაწილი ტერიტორიების გათავისუფლებას უკავია :

"ყოველდღე ორჯერ მაინც, დილით და საღამოს, მე ვიღებ ანგარიშებს ჩვენი სამხედროებისგან. ამ კვირაში მოხსენებებში უდიდესი ნაწილი უკავია ჩვენი თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში მტრისგან გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს. დონეცკის ოლქის ლიმანის გათავისუფლების ამბავი ახლა ყველაზე მეტად გავრცელდა. მაგრამ ჩვენი მეომრების წარმატებები მხოლოდ ლიმანით არ შემოიფარგლება. ცოტა ხნის წინ, ვიღაცამ სადღაც ფსევდორეფერენდუმები გამართა და როცა უკრაინის დროშა ბრუნდება, რუსული ფარსი რაღაც ფურცლებით და რაღაც ანექსიებით არავის ახსოვს, გარდა, რა თქმა უნდა, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების. რადგან ამაზე პასუხს აგებს ყველა, ვინც ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტში,"- აცხადებს ზელენსკი

დღის ამბები