08 დეკემბერი 2022,   08:05
ვრცლად
პარლამენტში დეოლიგარქიზაციაზე მომუშავე ჯგუფი შეხვედრას მართავს- ოპოზიციის ნაწილი უკრაინული ვერსიით კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება

პარლამენტში დეოლიგარქიზაციაზე მომუშავე ჯგუფი შეხვედრას მართავს. ჯგუფმა კანონპროექტი უნდა წარადგინოს. უკრაინულ კანონს ევროკომისიის რეკომენდაცია აქვს, სწორედ ამიტომ შეირჩა ის მოდელად. შეხვედრას პარტიების ერთი ნაწილი და არასამთავრობოები ესწრებიან. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი უკრაინული ვერსიით კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება.

"არცერთ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია და უკრაინის შემთხვევა არის პირველი პრეცედენტი, რომელიც ისედაც არაორდინარული იყო, ვიდრე იქ ომი დაიწყებოდა, ამ თვალსაზრისით. წარმოუდგენელია, ეს იყოს ევროპული რეკომენდაცია, რომელიც, რაღაც თვალსაზრისით, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ უკრაინის მაგალითზე მიღებული ერთი რეკომენდაცია, რომელსაც უკრაინაში ჯერ, არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოუტანია,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. 

რაც შეეხება, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძის მოსაზრებას დეოლიგარქიზაციის კანონზე.  იგი აცხადებს, რომ არ უნდა იყოს ისეთი კანონი მიღებული რაც ხელისუფლებას მისცემს საშუალებას მოახდინოს ოპოზიციაზე ე.წ. რეპრესირება

"მინდა, საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით გავაკეთოთ კანონი და არ შეიცავდეს ისეთ ხარვეზებს, რომელიც ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას კანონი გამოიყენოს ოპოზიციონერი ლიდერების რეპრესიისთვის,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე. ​

ამასთან, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი უკრაინული მოდელით ხელმძღვანელობენ, რომლიც ერთადერთი ქვეყანაა კანონში მსგავსი ჩანაწერით. 

დღის ამბები