08 დეკემბერი 2022,   06:21
ვრცლად
რა ელის ქსენია სობჩაკს - მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება

რუსეთის პოლიციამ მოითხოვა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ქსენია სობჩაკის წინააღმდეგ, ამის შესახებ რუსული მედია წერს. მას სახელისუფლებო წრეების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ედება ბრალი. 

როგორც სააგენტო Tass წერს, სობჩაკთან დაკავშირებული მასალები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტშია გადაგზავნილი. სამართალდამცველები დაინტერესდნენ ინფორმაციით, რომელიც სობჩაკმა "ფესტივალების სახელმწიფო დაფინანსების შესახებ" გაავრცელა. მანამდე პოლიციამ საქმე რეჟისორ ვიტალი მანსკის წინააღმდეგ აღძრა. მანსკიმ, სობჩაკთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე იფლანგება ბიუჯეტის 85%. 

საქმეზე ქსენია სობჩაკი მოწმის სტატუსით დაკითხეს. რა მიზეზით გახდა საჭირო ჟურნალისტის სტატუსის შეცვლა საქმეში, უცნობია.

დღის ამბები