05 დეკემბერი 2022,   08:21
ვრცლად
მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი ბავშვებს მუხლებზე დაყენებით სჯის

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი მე-4 კლასის მოსწავლეებს მუხლებზე დაყენებას აიძულებდა და ისე უტარებდა გაკვეთილს. ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი Aktual.ge ავრცელებს.

ქართული ენის მასწავლებელი რაჰმან მუსაევი მე-4 კლასის მოსწავლეებს, საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, აიძულებს მუხლებზე დადგნენ. დასჯილ ბავშვებს კი ფოტო გადაუღო და ახლობლებს გაუგზავნა. 

მუსაევი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ინფორმაციას რესურსცენტრის ხელმძღვანელიც ადასტურებს. 

დღის ამბები