29 ნოემბერი 2022,   19:13
ვრცლად
ძირითადად რა ტენდენციასაც ვხედავთ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოს უმეტესად იყენებენ ტრანზიტული მიზნებისთვის -ალექსანდრე დარახველიძე​

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებამდე, საქართველოს საზღვარს რუსეთის 5-6 ათასი ადამიანი კვეთდა, ამის შესახებ გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. 

"ძირითადად რა ტენდენციასაც ვხედავთ ჩვენ, ეს არის ის, რომ საქართველოს ისინი ძირითადად იყენებენ ტრანზიტული მიზნებისთვის და ნაკლებად გამოიყენება დარჩენისთვის, თუმცა ამას აჩვენებს გასვლის მაჩვენებელი ბოლო პერიოდის და წინა დღეების ანალიზსაც თუ გავაკეთებთ მთავარი არის ის რომ პროცესი იმ შემთხვევაში რიგები და ა.შ არ არსებობდა, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გარკვეულწილად, შეიქმნა რიგების პრობლემა, თუმცა დღეის მდგომარეობით, ეს რიგები სრულიად აღმოფხვრილია, ისევე, როგორც დიდ სატვირთო მანქანებს ასევე ავტომობილებსაც ჩვეულებრივ კვეთის საშუალება აქვთ და დღეს დარიალზე რიგები აღარ არის უკვე," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

დღის ამბები