08 დეკემბერი 2022,   06:51
ვრცლად
"თბილისობა 2022" დასკვნითი ღონისძიებისთვის ემზადება - დღის ბოლოს საპატიო თბილისელები დაჯილდოვდებიან

პანდემიისგან გამოწვეული 2-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ "თბილისობა" მასშტაბურად აღინიშნება. რიყე, ლეღვთახევი, ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნები, ეთნოგრაფიული მუზეუმი - ამ და სხვა ადგილებზე უკვე ორი დღეა კონცერტები, პერფორმანსები და ყველა ასაკზე გათვლილი გასართობი ღონისძიებები იმართება.

დღევანდელი დღის, და "თბილისობა 2022"-ის დასკვნითი ნაწილი დაახლოებით 2 საათში სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში უნდა დაიწყოს. აქ საპატიო თბილისელებს დააჯილდოებენ.

დღის ამბები