01 დეკემბერი 2022,   07:34
ვრცლად
ლუკაშენკო არ არის აღიარებული პრეზიდენტად ჩვენს მიერ, ჩვენ გავაგრძელებთ მისთვის სანქციების დაწესებას - ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადანიოზას ოლეკასი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება გაგრძელდება, რათა მის რეჟიმს სირთულეები შეექმნას. 

"ლუკაშენკო პუტინს ეხმარება და აძლევს მისი ქვეყნის გამოყენების უფლებას, რადგან ის არ არის ლეგიტიმური მმართველი. მას თავისი ხალხი მხარს არ უჭერს. ამიტომ, ლუკაშენკო იყენებს პუტინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ლუკაშენკო არ არის აღიარებული პრეზიდენტად ჩვენს მიერ. ჩვენ გავაგრძელებთ მისთვის სანქციების დაწესებას იმისათვის, რომ მის რეჟიმს სირთულეები შევუქმნათ და მხარი დავუჭიროთ ბელარუს ხალხს, ისევე როგორც მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ამ სიტუაციას შეგვიძლია დავარქვათ პროვოკაცია და დიქტატორების ქმედება.“ - აცხადებს იოზას ოლეკასი

 

 

 

 

დღის ამბები