10 დეკემბერი 2022,   05:43
ვრცლად
ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეთა ნაკადი 40-45 პროცენტით არის გაზრდილი - შს მინისტრის მოადგილე

ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეთა ნაკადი 40-45 პროცენტით არის გაზრდილი - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა და განმარტა, რომ ადგილზე უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობს. 

ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ვითარება უცვლელია. რუსეთის მოქალაქეები გადმოდიან ყველა საშუალებით და საკუთარი ქვეყნის დატოვების ერთადერთ მიზეზად ომში წასვლისგან თავის დაღწევას ასახელებენ.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, რუსეთიდან შემოსულებს ყველა კრიტერიუმით ამოწმებენ და ფილტრავენ.

"გაზრდილია ნამდვილად ნაკადები, თუკი წინა დღეებში, საშუალოდ, იყო 5-6 ათასი შემომსვლელი რუსეთის მოქალაქე, ზრდა არის 40-45%. შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა სამართალდამცავი უწყებები, კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვაკეთებთ ყველაფერს, იმისათვის, რომ ის პირები, ვისაც აქვს დარღვეული მაგალითად კანონი ოკუპაციის შესახებ, სხვა ტიპის დარღვევები აქვთ, ან საფრთხის შემცველნი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ხდება მათი გაფილტვრა და უარის თქმა. პოლიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება იქნას დაცული," - აცხადებს დარახველიძე.

დღის ამბები