27 ნოემბერი 2022,   03:40
ვრცლად
თბილისში პირველკლასელს მანქანა დაეჯახა

თბილისში პირველკლასელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება, მას ფეხი აქვს მოტეხილი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები