27 ნოემბერი 2022,   02:19
ვრცლად
"ძალადობის მცდელობის შემდეგ, დავით წიკლაური რეალურად სპორტის სამინისტროსთვის გინდ ყოფილა, გინდა არა, ცარიელი ადგილია" - თეა წულუკიანი

ყველა მოძალადე ქალზე მამაკაცი უარყოფს ძალადობას - ამის შესახებ განცხადება კულტურის მინისტრმა კრივის ფედერაციის პრეზიდენტის შესახებ საუბრისას თქვა. თეა წულუკიანი დავით წიკლაურის მხრიდან ძალადობის მცდელობაზე საუბრობს. კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა მასზე დასარტყმელად გაიწია.

აქვე, მინისტრის თქმით, ქართული კრივის დაფინანსებას სამინისტრო აგრძელებს, თუმცა წულუკიანის თქმით, დაფინანსება შეუწყდა კრივის ფედერაციას.

"დავით წიკლაური, ეს არის გვარი და სახელი, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში, როდესაც "ქართული ოცნება" რეგიონებში ამომრჩეველს ხვდებოდა, იყო მაშინდელი სპორტის მინისტრის ინსტრუქციით ოპოზიციაზე მოძალადე სპორტსმენი.

მას ამჟამად ჰქვია კრივის ფედერაციის თავმჯდომარე. სინამდვილეში ის იმ ძალადობის მცდელობის შემდეგ, რაც მან განახორციელა მიმდინარე წლის ივნისში, რეალურად სპორტის სამინისტროსთვის და ჩვენი სისტემისთვის არის გინდ ყოფილა, გინდა არა, ცარიელი ადგილი.

ყველა მოძალადე მამაკაცი ქალზე უარყოფს ძალადობას და ეს თქვენ, ქალებმა უნდა იცოდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს გვესმოდეს. ბუნებრივია, ასეთია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქალზე მოძალადე ან ძალადობის მოსურნე მამაკაცის რეაქცია, რომ ის თითქოს არაფერ შუაშია," - ამბობს თეა წულუკიანი.

დღის ამბები