27 ნოემბერი 2022,   02:50
ვრცლად
"ჯორჯიან მანგანეზი" და SOCAR პარტნიორები გახდნენ

"ჯორჯიან მანგანეზი" და SOCAR პარტნიორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლები სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ავტოგასამართ სადგურებზე ექსკლუზიური შეთავაზებით ისარგებლებენ.

თანამშრომლობა გულისხმობს განსაკუთრებულ ფასდაკლებას საწვავზე და სხვადასხვა ტიპის სპეციალურ აქციებს, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულად GM-ის თანამშრომლებზე. ორ კომპანიას შორის პარტნიორობის მიზანია, "ჯორჯიან მანგანეზის" ექვსი ათას თანამშრომელზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო სერვისებზე, პროდუქტებზე, შეთავაზებებსა და აქციებზე ექსკლუზიური წვდომის უზრუნველყოფა.

შეთანხმება კომპანიებს შორის უკვე გაფორმდა, რაც საწვავსა და ბუნებრივ აირზე ფასდაკლებასთან ერთად, სოკარის აპლიკაციის საშუალებით ქულების დაგროვებასაც ითვალისწინებს.

დღის ამბები