27 ნოემბერი 2022,   03:06
ვრცლად
კრივის ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ შესაძლოა გამოძიება დაიწყოს - თეა წულუკიანი დავით წიკლაურის მხრიდან ძალადობის მცდელობაზე საუბრობს

კრივის ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ შესაძლოა გამოძიება დაიწყოს. თეა წულუკიანი დავით წიკლაურის მხრიდან ძალადობის მცდელობაზე საუბრობს. 

თავად საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ მინისტრმა მას შეუთვალა უხმაუროდ დაეტოვებინა პრეზიდენტის სტატუსი, რასაც დავით წიკლაური არ დათანხმდა. წიკლაური წულუკიანის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ დაპირისპირების დროს მათთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. თუმცა, დავით წიკლაურის თქმითვე, მზად არის ნებისმიერ საკუთარ საქციელზე პასუხი აგოს. 

"ნამდვილად იყო, ყველამ დაინახა რაც მოხდა. მოწმეებთან ერთად იყო დაახლოებით 4-5 კამერა. ნახევარზე მეტი არის ტყუილი, სიცრუე, ის რაც არ ყოფილა და თუ გავიწიე დასარტყმელად და ვიძალადე, დღეს, 4 თვის მერე ამის ლაპარაკი ცოტა მიუღებელია. თუმცა, მზად ვარ პასუხი ვაგო ყველანაირად ჩემს საქციელზე. მოვთხოვე ამ სპორტსმენებისთვის ხელფასების დანიშვნა. ქალბატონი თეასთვის მე არ მომითხოვია, მე მოადგილესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროსთან მქონდა კომუნიკაცია. მერე როგორ მიიტანეს ქალბატონ თეამდე ეს ამბავი, აქ არის ზუსტად პატარა შეცდომები," - ამბობს დავით წიკლაური.

დღის ამბები