27 ნოემბერი 2022,   03:15
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და რომეო მიქაუტაძემ.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო მოწინავეა ასოცირების "ტრიოს"ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. ამასთან, ის, რომ, საქართველომ მიიღო "ევროპული პერსპექტივა", რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრაზე დელეგაციის წევრების მიერ აღინიშნა, რომ ამ ვალდებულებების წარმატებით და დროში სწრაფად შესრულების შემთხვევაში, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და გაგრძელდება საქართველოს ევროპის კავშირში სწრაფი ინტეგრაცია.

"ევროკომისიის წარმომადგენლებთან ჩვენ განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები. ამავე დროს ვისაუბრეთ საქართველოს მიერ ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესზე. აღინიშნა, რომ საქართველო მოწინავეა ასოცირების ტრიოს ფარგლებში ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით და ის, რომ საქართველომ მიიღო პერსპექტივა რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები