27 ნოემბერი 2022,   02:26
ვრცლად
"ვერ გავაპროტესტებდით, რადგან ციხეში მოვხვდებოდით, ამიტომაც გამოვიქეცით" - ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ისევ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეა

ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ისევ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეა. ის, ვინც რუსეთიდან ნაწილობრივ მობილიზაციას გამოექცა, ომში წასვლისგან თავის დაღწევას ამ გზით ცდილობს. ხალხის ნაკადი არ წყდება. მათ საზღვართან საათობით უწევთ დგომა. დიდია იმ მოქალაქეების რაოდენობაც, რომლებიც უკან, რუსეთისკენ მიდიან.

"იქ ახლა გაურკვეველი სიტუაციაა და ადამიანებს ომში წასაყვანად ეძებენ. აქ გადმოვედი მაგრამ ახლა ძალიან მიჭირს იმის თქმა, თუ რას ვიზამ,"- აცხადებს რუსეთის მოქალაქე.

ლარსზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები ასევე  იმ მიზეზებზეც საუბრობენ, თუ რატომ არ გააპროტესტეს მობილიზაცია ადგილზე და რატომ არჩიეს ქვეყნის დატოვება.

"მანამდე ვერ გავაპროტესტებდით, რადგან ციხეში მოვხვდებოდით, მინიმუმ 15 წელს მოგვისჯიდნენ, ხალხს ამის ეშინია, ამიტომაც გამოვიქეცით," - აცხადებს ერთ-ერთი მათგანი.

დღის ამბები