10 დეკემბერი 2022,   06:32
ვრცლად
რუსეთის დუმის სპიკერი ტყვეობიდან დახსნილი "აზოვის" პოლკის მეთაურების რუსეთში ექსტრადირებას და დასჯას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ტყვეობიდან დახსნილი "აზოვის" პოლკის მეთაურების ექსტრადირებას და რუსეთის კანონების შესაბამისად დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, მებრძოლებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი "დანაშაულებისთვის", იმის მიუხედავად თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებიან ამჟამად.

"თუ პირმა ჩაიდინა დანაშაული, თუ იყო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ნებისმიერ შემთხვევაში პასუხს აგებს. რომელი ქვეყნის ტერიტორიაზეც არ უნდა იყოს, თუნდაც გაცვლის მიუხედავად," - განაცხადა სპიკერმა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 21 სექტემბერს მოხდა. უკრაინულმა მხარემ 215 სამხედრო მოსამსახურე მიიღო. რუსეთმა 55 ადამიანი დააბრუნა, ასევე  პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც ვლადიმერ პუტინის ნათლიმამას უწოდებენ.

გაცვლა თურქეთისა და საუდის არაბეთის შუამავლობით მოხდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაბრუნებული აზოვის მეთაურები შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე თურქეთში იცხოვრებენ. ასევე გაათავისუფლეს ბრიტანელი და მაროკოელი მებრძოლებიც.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსული ტყვეობიდან 5 საბრძოლო მეთაური გაათავისუფლეს:

"აზოვის პოლიკის" მეთაური დენის "რედისი" პროკოპენკო, "აზოვის პოლკის" მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ "კალინა" პალამარი, "აზოვის პოლკის" უფროსი ოფიცერი ოლეგ ხომენკო, საზღვაო ქვეითი ჯარის 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური სერგეი "ვოლინავოლინსკი, მე-12 ნაციონალური გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის შლეგა.

დღის ამბები