09 თებერვალი 2023,   13:52
ვრცლად
კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობას გამოეხმაურა. პრემიერი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ეს "ვიზიტი" არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

"კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს," - აცხადებს ღარიბაშვილი.

დღის ამბები