10 დეკემბერი 2022,   05:04
ვრცლად
შემზარავი ბრალდება, რომელიც 13 წლის გოგონამ 54 წლის ბაბუას წაუყენა - "კურიერისთვის" ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ჩვენების შინაარსი

სექსუალური დანაშაული არასრულწლოვანზე - შემზარავ ბრალდებას 13 წლის გოგო 54 წლის ბაბუას უყენებს. სავარაუდო მოძალადე იმ სახლში დააკავეს, სადაც მოზარდის ჩვენებით, მისი მძიმე ისტორია დაიწყო. 

სახლში 13 წლის გოგონა ბებია-ბაბუასთან და მცირეწლოვან დებთან ერთად ცხოვრობდა. მძიმე დანაშაულის არ სჯერათ მოზარდის დედას და ბებიას

გოგონას მშობლები ერთად არ ცხოვრობენ. მისი მძიმე ჩვენების სჯერათ მამას და მის ნათესავებს, რომლებმაც არასრულწლოვანზე მეურვეობა აიღეს. ბავშვთან ფსიქოლოგები ყოველდღიურად მუშაობენ.

სახლში, სადაც 54 წლის მამაკაცი ცხოვრობდა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მას გორის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს უარყობს და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

დაზარალებულად ცნობილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ფსიქოლოგების გადაწყვეტილებით, ის სკოლას ჯერ ვერ დაუბრუნდება. "კურიერი" სასწავლო დაწესებულებაშიც მივიდა, სადაც გაირკვა, რომ მოსწავლეზე სავარაუდო ძალადობის შესახებ პოლიციას სწორედ მათ აცნობეს.

მოზარდის მდგომარეობას მონიტორინგს ზრუნვის სააგენტო უწევს. უწყებაში განმარტავენ, რომ არასრულწლოვანი უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს.

დაკავებულ მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი საქმის არსებით განხილვას გორის სასამართლო ნოემბერში, დახურულ კარს მიღმა დაიწყებს.


 

დღის ამბები