05 ოქტომბერი 2022,   12:21
ვრცლად
"ის, რა თქმა უნდა, ძაღლის შვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლის შვილია" - რა განცხადება გააკეთა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას

დასავლეთი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ პოლიტიკას აყალიბებს პრინციპით: "ის, რა თქმა უნდა, ძაღლის შვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლის შვილია," - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.

"ასეთი სისასტიკე შესაძლებელი გახდა და დაუსჯელი რჩება იმის გამო, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების თანხმობით, სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებს რვა წლის განმავლობაში და აყალიბებდნენ თავიანთ პოლიტიკას ზელენსკის მიმართ ცნობილი ამერიკული პრინციპით: ის, რა თქმა უნდა, ძაღლის შვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლის შვილია," - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

დღის ამბები