05 ოქტომბერი 2022,   12:26
ვრცლად
რაც ხდება შვეიცარიის საბანკო სისტემის, მართლმსაჯულებისა და მედიის მხრიდან არის ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური დევნა - გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას შეფასებით, შვეიცარიის საბანკო სისტემის, მართლმსაჯულებისა და მედიის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დევნა ხდება.

"რაც ხდება შვეიცარიის საბანკო სისტემის, შვეიცარიის მართლმსაჯულებისა და შვეიცარიული მედიის მხრიდან, არის  ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური დევნა . შვეიცარიის საბანკო სისტემის სიმბოლო "სუის კრედიტი", რომელიც არის ბაირაღი, პრაქტიკულად კარგავს თავის რენომეს, სახელს და ეს პირდაპირ ურტყამს მთელ საბანკო სისტემას.

მოვისმინე ოპოზიციის მოთხოვნა შვეიცარიის ელჩისადმი, რომ გამოვიდეს და ახსნას რა ხდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ შვეიცარიაში. მეც ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საჭიროა იმიტომ, რომ ელჩებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი არსებობა ნებისმიერ ქვეყანაში არის პირველ რიგში ახსნები, ურთიერთობების დალაგება და არავითარ შემთხვევაში ჭკუის სწავლება," - განაცხადა გოგა ხაინდრავამ

დღის ამბები