05 ოქტომბერი 2022,   11:43
ვრცლად
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის ორჯერ აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას, რაც ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში დასაქმებას ნიშნავს - ვახტანგ ცინცაძე

2022 წლის მეორე კვარტალში შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიტიური
ტენდენციები დაფიქსირდა, მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე და გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა - მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

2022 წლის მე-2 კვარტალში წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასი კაცით შემცირდა და 281.6 ათასს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად - 55.4 ათასით გაიზარდა და 1,269.9 ათასი შეადგინა. დასაქმების დონე კი 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.2 პროცენტით განისაზღვრა.

დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების ზრდით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 36.2 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 19.4 ათასით გაიზარდა და შესაბამისად, 867.9 ათასი და 401.2 ათასი შეადგინა. უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, როგორც ქალაქად ასევე სოფლად.

"დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის ორჯერ აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას, რაც თავისთავად ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში დასაქმებას ნიშნავს. ვიტყოდი, რომ აღნიშნული შედეგია იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკვე წლებია მიზანმიმართულად ახორციელებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ცინცაძემ.

დღის ამბები