03 ოქტომბერი 2022,   14:49
ვრცლად
ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოვიგოთ - ზელენსკი

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოვიგოთ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ერდოღანთან და გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზეც ისაუბრა და იმ  მთავარ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ლიდერებთან განიხილა - ეს შეეხებოდა როგორც ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტრო სადგურს და გლობალურ უსაფრთხოების საკითხს, ისე ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელებს, მარცვლეულს და უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხს.

უკრაინის პირველმა პირმა გაეროს გენერალურ მდივანს და თურქეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მინდა მთავარი საკითხები გამოვყო: პირველი - არ არსებობს ობიექტური დაბრკოლებები, რომლებიც ხელს შეუშლის საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მისიას ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლაში. გუტიერეშთან განვიხილეთ ამ მისიის დეტალები, რომ მისიის წევრებს შეუძლიათ ქარხანაში სწრაფად და უსაფრთხოდ მოხვედრა, ჩვენი სახელმწიფოს გავლით. ის ვინც ცდილობს, რომ შანტაჟი მოაწყოს, არ უნდა დაევალოს ტრანსპორტირების საკითხი.რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუშვას სააგენტოს წარმომადგენლები ქარხანაში და ასევე დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ქარხნის ტერიტორიიდან.

მოლაპარაკების მეორე უაღრესად მნიშვნელოვანი პუნქტი იყო უკრაინელი სამხედრო ტყვეების თემა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივაზეც. მე მოვუწოდე როგორც ბატონ პრეზიდენტს, ასევე გენერალურ მდივანს, გამოეთქვათ მაქსიმალურად მკაცრი პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილ ფსევდორეფერენდუმებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოვიგოთ. გავიმარჯვოთ ბრძოლის ველზე, პოლიტიკურ ფრონტზე, საინფორმაციო დაპირისპირებაში, ეკონომიკურ პლანზე და ყველგან," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები