05 ოქტომბერი 2022,   13:20
ვრცლად
ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრებიან - BBC

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი  "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრებიან. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს. 

მათივე ცნობით,  ეს არის პირველი დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი და და ჩინეთის პრეზიდენტი ბალიზე დაგეგმილ სამიტზე ჩავლენ. კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი საგარეო ვიზიტია. ამასთან, ეს იქნება პირველი გლობალური სამიტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიმართება.

ბალიზე "დიდი ოცეულის" სამიტი ნოემბერშია დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.

დღის ამბები