05 ოქტომბერი 2022,   12:18
ვრცლად
არც ერთ შემთხვევაში NGO-ების ჩართულობა, არ შეიძლება ანაცვლებდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ წესს, რაც არის პოლიტიკური პროცესი - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხელ სარჯველაძე, ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უნდა იყოს მაღალი, თუმცა არ შეიძლება იგი ანაცვლებდეს პოლიტიკურ პროცესებს. 

"მაღალი კვორუმია დადგენილი. კვორუმი, რომლის დამოუკიდებლად მოგროვების რესურსი არცერთ პარტიას, ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს. შესაბამისად, ეს იქნება კონსულტაციების პროცესი და კონსულტაციების პროცესში გამოიკვეთება, როგორი შეიძლება იყოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მონაწილეობის კონფიგურაცია.

საპარლამენტო პროცედურები, რა თქმა უნდა, მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. არც ერთ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, არ შეიძლება ანაცვლებდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ წესს, რაც არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ პროცესში იგულისხმება, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიების, მაღალი კვორუმის არსებობის პირობებში პოლიტიკური პარტიების შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს საუკეთესო კანდიდატის შერჩევა,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებას, ოპოზიცია მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს. მათი თქმით, მოქმედი ომბუდსმენიც ამ პრაქტიკით არის შერჩეული და შედეგი დადებითია.

დღის ამბები