03 ოქტომბერი 2022,   14:34
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივანი და თურქეთის პრეზიდენტი 18 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით უკრაინაში ჩავლენ

გაეროს გენერალური მდივანი და თურქეთის პრეზიდენტი 18 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით უკრაინაში ჩავლენ.

"გენერალური მდივანი ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით, ლვოვში ჩავა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. შემდეგ გენერალური მდივანი ოდესაში გაემგზავრება სადაც ერთ-ერთ იმ პორტს მოინახულებს, რომლებიც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში გამოიყენება. შაბათ-კვირას ნიუ-იორკში დაბრუნებამდე, გენერალური მდივანი სტამბოლში იქნება, რათა მოინახულოს ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც შეიქმნა ინიციატივის განსახორციელებლად," - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა

დღის ამბები