03 ოქტომბერი 2022,   15:09
ვრცლად
"გერმანიისა და საფრანგეთის ხმების წონა დომინანტურია" - პოლონეთის პრემიერი ამბობს, რომ ევროკავშირის შიგნით იმპერიალიზმის საფრთხეა

პოლონეთის პრემიერი ევროკავშირზე სკანდარულ განცხადებას აკეთებს - "საქმე გვაქვს დე ფაქტო ოლიგარქიასთან - ევროკავშირის შიგნით იმპერიალიზმის საფრთხეს ახლა ისევე უნდა ვებრძოლოთ, როგორც რუსული იმპერიალიზმის შემთხვევაში იყო საჭირო", ამბობს მატეუშ მორავეცკი.

მისი თქმით, ევროკავშირი დემოკრატიული მხოლოდ ქაღალდზე არის, ხოლო რეალურ ძალაუფლებას ბერლინი და პარიზი ფლობენ, რომლებიც საკმარისად არ უსმენენ ევროკავშირის ნაკლებად ძლიერ წევრ ქვეყნებს.

"ქაღალდზე ყველა წევრი სახელმწიფო თანასწორია, თუმცა პოლიტიკური რეალობა ცხადყოფს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ხმების წონა დომინანტურია. ჩვენ საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან, დე ფაქტო ოლიგარქიასთან, სადაც ძალაუფლება იმის ხელშია, ვინც უძლიერესია“ - ამბობს მორავეცკი. 

ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. 

დღის ამბები