03 ოქტომბერი 2022,   15:42
ვრცლად
რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინის ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანაა, რომ რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა:

"იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა. რუსეთის ხელმძღვანელობა მოელის, რომ უკრაინელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო ომისგან დაიღლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიღალოთ არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ ჩვენი მტერი.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფეთქებების მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს, თუმცა ამ ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს: გავანადგუროთ ოკუპანტების საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა, სამეთაურო პუნქტები, ეს გადაარჩენს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს. ოკუპანტებს ბოროტების ჩადენისა და უკრაინელების მოკვლის რაც უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას ჩვენი მიწის გათავისუფლებით. ყირიმიდან რუსეთში გადასვლის მსურველთა ბოლო დღეებში გაჩენილი რიგები ადასტურებს, რომ ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე ესმის ან სულაც გრძნობს, რომ ყირიმში მათი ადგილი არ არის,"- განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

დღის ამბები