05 ოქტომბერი 2022,   12:32
ვრცლად
როგორ აფასებენ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების მიერ გამოქვეყნებულ წერილს

"ოცნებიდან" გასული დეპუტატების წერილი ისევ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. პოლიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია წერილის იმ ნაწილმა, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ხმის" წევრები ამბობენ, რომ გასული 3 წლის განმავლობაში, ოპოზიციის მხრიდან, ყველა რადიკალური და კრიზისული მომენტის უკან ამერიკის საელჩო და კელი დეგნანი იდგნენ.

"ნუთუ იმიტომ ეხმარებოდა ამერიკა 30 წლის განმავლობაში საქართველოს, რომ შემდეგ ერს ჰქონოდა იმის უფლება, კონკრეტული მოსამართლისთვის, კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოეთხოვა და შემდეგ არ მოსწონებოდა გადაწყვეტილება და ამიტომ დაესანქცირებინა ეს მოსამართლე. ჩვენ კარგად გვახსოვს, ბოლო 3 წლის განმავლობაში ის პროცესები, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ეწეოდა საქართველოში. სამწუხაროდ, ამის უკან იდგა აშშ-ს საელჩო და პრაქტიკულად უბიძგებდა და ახალისებდა მათ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს, რომ როგორმე, უკანონოდ შეცვლილიყო ხელისუფლება",- აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი. 

ოპოზიციაში ამ განცხადებას კრიტიკულად აფასებენ.

"ეს განცხადება არის რუსული, საინფორმაციო დივერსია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები არიან ამ მავნებლობაში ჩართულები. დაახლოებით ამ პათოსის განცხადება გააკეთა მაჭარაშვილმა, სუბარმა, ყაველაშვილმა და ხუნდაძემ. მემგონი ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ცოტა დააკლდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივლნ", - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები