05 ოქტომბერი 2022,   13:42
ვრცლად
კოვიდპანდემიის პარალელურად, მსოფლიო ახალი ვირუსის საფრთხის წინაშე დადგა - რა იციან სპეციალისტებმა ახალი ვირუსის შესახებ

კოვიდ პანდემიის პარალელურად მსოფლიოში ახალ-ახალი ვირუსები იღვიძებს და ვრცელდება. ვირუსებზე მონადირე მეცნიერთა ჯგუფი კიდევ ერთი, მორიგი ინფექციის გავრცელების საფრთხეებს იკვლევს.

ლანგია - ეს არის ახალი ვირუსის სახელწოდება. ათვლის წერტილი ისევ ჩინეთის პროვინციაა, გავრცელების წყარო ამჯერად არა ღამურა, არამედ მღრღნელის ერთდროულად რამდენიმე სახეობაა. სპეციალისტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევარების დასკვნებს ელოდებიან.

მეცნიერებმა ახალი ვირუსის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერი იციან. ვირუსი ლაბოტორიულად ჯერ მხოლოდ 35 ადამიანს აღმოაჩნდა. გამოხატული იყო მაღალი ცხელება, დაღლილობა და ხველა. უმეტეს მათგანს განუვითარდა ლეიკოპენია-სისხლში დაავადებებთან მებრძოლი თეთრი უჯრედების შემცირება. მესამედზე მეტს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და 8%-ს თირკმელების ფუნქციის გაუარესება დაეწყო. ინფიცირებულთა ნაწილი ფერმერი იყო, დაავადებულთა შორის ქარხანაში დასაქმებული ადამიანებიც იყვენენ.

მეცნიერებმა ლანგია პირველად 2018 წლის ბოლოს ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში აღმოაჩინეს, თუმცა დაავადებამ გავრცელება ახლა დაიწყო. მკვლევარებისთვის დამაიმედებელია ის,რომ ვირუსი სიკვდილიანობას ამ ეტაპზე არ იწვევს და არ დასტურდება ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი. მეცნიერები ვარაუდობენ , რომ ლანგიას გავრცელების წყარო თაგვია. რომელიც გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში და მათ შორის საქართველოში. ახლა ყველას აინტერესებს ვირუსი გაარღვევს თუ არა ენდემურ კერას და რა სახეს აჩვენებს მსოფლიოს.

ლანგია ჰენიპავირუსისა და ზოონოზური ვირუსების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც შეუძლია ცხოველებიდან ადამიანზე გადადება. მეცნიერების აზრით, ინფექცია დამატებით კვლევებს საჭიროებს, რომ მსოფლიომ მორიგი პანდემია არ მიიღოს. რა კვალიფიკაციას მიანიჭებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ ვირუსს ? საჭირო გახდება თუ არა მსოფლიო მობილიზაციის გამოცხადება და მკვლევართა მსოფლიო ჯგუფს დასჭირდებათ თუ არა დამატებითი რეკომენდაციების გაცემა? ზომების მიღება საჭირო ვირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე გახდება საჭირო. თუმცა მეცნიერები მუდმივად ახალ-ახალი ვირუსების გავრცელების მიზეზად ბუნების ექსპლუატაციას და კლიმატის ცვლილებებს ასახელებენ.

 

დღის ამბები