29 სექტემბერი 2022,   17:24
ვრცლად
ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ძალები დგას - Sky News

ყირიმში მომხდარი აფეთქებების უკან უკრაინის სპეციალური ძალები დგას, ამის შესახებ "სქაი ნიუსი" უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს - წყაროს ცნობით, გუშინ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგი იყო.

სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ კვამლისა და ცეცხლის ფონზე დამსვენებლები პლაჟებიდან გარბოდნენ. დღის ბოლოს რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ აეროდრომი და საბრძოლო მასალების საცავები არ დაბომბილა და სამხედრო ობიექტზე, უბრალოდ, საბრძოლო მასალა აფეთქდა.

დღის ამბები