29 სექტემბერი 2022,   17:21
ვრცლად
ვდგავართ თუ არა რადიაციის საფრთხის წინაშე - ზაპოროჟიეს დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით IAEA-მ განმარტება გააკეთა

6 აგვისტოს რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად  ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგური დაზიანდა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია- ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ 6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შედეგად სადგურის გადამუშავებული ატომური საწვავის საცავის ზონაში დაზიანდა ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რომელიც რადიაციული კონტროლის სისტემის ნაწილს წარმოადგენს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სამი სენსორის მუშაობაზე. ასევე დაიჭრა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი დაცვის თანამშრომელი. მაგრამ გადამუშავებული ბირთვული საწვავის კონტეინერებზე ან ობიექტის დამცავ პერიმეტრზე თვალსაჩინო დაზიანება არ გამოვლენილა.

ამავდროულად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ დაარღვია სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები. 

დღის ამბები