29 სექტემბერი 2022,   18:48
ვრცლად
რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირში ძალაში დღეიდან შევიდა

რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირში ძალაში დღეიდან შევიდა.

აკრძალვა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, აპრილში დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტით იყო გათვალისწინებული. ემბარგო შეეხება რუსეთის ექსპორტის 22%-ზე მეტს, რაც წელიწადში 8 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირს შეადგენს.

ევროკავშირი რუსულ ქვანახშირს ჩრდილოეთ ამერიკიდან, ავსტრალიიდან, კოლუმბიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ქვანახშირით ჩაანაცვლებს.

დღის ამბები