05 ოქტომბერი 2022,   03:58
ვრცლად
ბულგარეთი რუსული "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავს

ბულგარეთი რუსული "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავს. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში ისინი ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებენ, მაგრამ თუ ეს საკმარისი არ იქნება, ბულგარეთი რუსეთიდან საწვავის მიწოდების საკითხსაც განიხილავს.

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები იგივეა, როგორიც სხვა ევროპულ ქვეყნებს აქვთ.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, სოფიამ გაანალიზა ყველა რისკი და თუ მოსკოვთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ის უზრუნველყოფს, რომ გაზის მიწოდება იყოს სტაბილური და უსაფრთხო.

დღის ამბები