03 ოქტომბერი 2022,   15:03
ვრცლად
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთი კუნძულზე შეჭრისთვის ემზადება

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთი კუნძულზე შეჭრისთვის ემზადება. ტაიპეიში ამტკიცებენ, რომ ჩინეთმა რამდენჯერმე გადაკვეთა ტაივანის სრუტეში გამავალი არაოფიციალური გამყოფი ხაზი.

"ჩინეთი ამ წვრთნებს ტაივანში შეჭრის მოსამზადებლად იყენებს. პეკინი ატარებს ფართომასშტაბიან სწავლებას, უშვებს რაკეტებს და აწარმოებს კიბერშეტევებს. ასევე ატარებს დეზინფორმაციულ კამპანიას, ეს მიმართულია ტაივანელების მორალურად გატეხვისკენ," – განაცხადა ტაივანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საპასუხოდ, ტაივანმა თავადაც წამოიწყო სამხედრო წვრთნები, რომლის დროსაც გამოყენებული იყო არტილერია.

ჩინეთმა ტაივანთან სიახლოვეს სამხედრო წვრთნები 4 აგვისტოს მას შემდეგ წამოიწყო, რაც კუნძულს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ეწვია.

დღის ამბები