03 ოქტომბერი 2022,   14:40
ვრცლად
ლენტეხში, "განახლებული რეგიონების" პროგრამის პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

ლენტეხში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული "განახლებული რეგიონების" პროგრამის პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია. 

პროგრამის ფარგლებში, ლენტეხის ცენტრალური ორი ქუჩა განახლდა. სამუშაოები მოიცავს 11 შენობის და პარკის რეაბილიტაციას, რომლის ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტია.

ამასთან, პროგრამიდან გაცემული დაფინანსებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი თავად აწარმოებს კულტურის სახლის რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის ღირებულება 2.1 მილიონ ლარზე მეტია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის დახმარებით, საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ტურისტულ და რეკრეაციულ სივრცესაც აწყობს.
 

დღის ამბები