03 ოქტომბერი 2022,   16:09
ვრცლად
"მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ადამიანი ხელს უშლიდე პოლიტიკური, ვიწრო პარტიული მიზნებიდან გამომდინარე" - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ადამიანი ხელს პოლიტიკური, ვიწრო პარტიული მიზნებიდან გამომდინარე უშლიდე. ლევან დავითაშვილმა განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შედეგ გააკეთა.

"ტურიზმთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა და სამწუხაროდ, ქვეყნის არაკეთილმოსურნეები დადებით ტენდენციებზე ნეგატიური ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ. ტურიზმი არის ერთ-ერთი ის დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ინკლუზიურია და ძალიან ბევრი ადამიანს ასაქმებს. ტურიზმის შედეგად მიღებული შემოსავლები კი, ჩვენს ძალიან ბევრ მოსახლეზე აისახება. შესაბამისად, ყველაზე დიდი მავნებლობა არის, როდესაც ტურიზმის დადებით ტენდენციებს ადამიანი ხელს უშლიდე, პოლიტიკური, ვიწრო პარტიული მიზნებიდან გამომდინარე," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.



დღის ამბები