17 აგვისტო 2022,   21:10
ვრცლად
პოლიტიკიდან სააკაშვილის წასვლა და ივანიშვილის დაბრუნება - იზიარებს თუ არა დანარჩენი ოპოზიცია და "ოცნება" "გირჩისა" და "მოქალაქეების" ხედვას

სამი პუნქტი, რომელმაც, მათი აზრით, ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებას ხელი უნდა შეუწყოს "გირჩმა" და "მოქალაქეებმა" საერთო განცხადებაში გაწერეს. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - ეს ორი პოლიტიკური პარტიის 2 შეთავაზებაა, რომელიც ,მათი აზრით, დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის საკითხებს დროებით მოაგვარებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, 12 რეკომენდაციის სრულად განხორციელება, "გირჩისა" და "მოქალაქეების" თქმით, მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებითა და ბარიერის დაწევითაა შესაძლებელი.

შეთავაზება არასერიოზულია ”ქართული ოცნებისთვის”. მმართველი პარტიის ლიდერები ”გირჩისა” და ”მოქალაქეების” პასუხად განმარტავენ, რომ 12 პუნქტი საერთოდ არ მოიცავს ბარიერის დაწევის საკითხს, პოლიტიკაში დაბრუნებისა თუ გასვლის გადაწყვეტილებას კი, მათი თქმით, სუბიექტები ინდივიდუალურად იღებენ.

"გირჩისა" და ”მოქალაქეების" სამი პუნქტიდან, მხოლოდ ერთ ნაწილს იზიარებს ოპოზიცია, ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ ამ ორი პარტიის განცხადება "ქართული ოცნების" ინტერესებს ემსახურება.

რეკომენდაციები, რომელიც "გირჩმა" და "მოქალაქეებმა" გაწერეს, "ქართული ოცნებისთვის" 12 პუნქტიან რეკომენდაციებს არ შეესაბამება.

დეპოლარიზაციაც და დეოლიგარქიზაციაც, რაზეც ისინი საუბრობენ, ის პუნქტებია, რომელსაც ევროკომისიის 12 რეკომენდაცია მოიცავს. ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შეხვედრებს განაგრძობენ.

დღის ამბები