17 აგვისტო 2022,   21:01
ვრცლად
ნამდვილად არ სჭირდება აშშ-ის ელჩს, აშშ-ს და ევროკავშირს მათი დაცვა, ეს ადამიანები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები - ყაველაშვილი ოპოზიციაზე

მმართველ გუნდში, ოპოზიციის მიმარვთას ბრალდებებითვე პასუხობენ. "ქართულ ოცნებაში" გამოქვეყნებულ ტექსტს არ ეთანხმებიან და ელჩებზე თავდასხმაში ოპონენტებს ადანაშაულებენ.

"ეს არის სამარცხვინო და სასაცილო განცხადება. ეს ადამიანები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომლებსაც პულსი უკვე აღარ ესინჯებათ ქართულ საზოგადოებაში. ნამდვილად არ სჭირდება აშშ-ის ელჩს, აშშ-ს და არც ევროკავშირს მათი დაცვა. არასდროს მსგავსი მიმართულება, ან წერილი, რომ ჩვენ ვინმეს თავს დავესხით, ან ცილი დავწამეთ, ან დეზინფორმაცია მოვიყვანეთ ფაქტად, მსგავსი რამე არ ყოფილა. მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილი კითხვები იყო დასმული და ვაგრძელებთ კიდეც. მხოლოდ ვითხოვთ პასუხებს. ეს არის ჯანსაღი პროცესი," - აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას იზიარებს მისი თანამოაზრე გურამ მაჭარაშვილიც. მისი თქმით, მათი განცხადებები და კითხვები არ არის მიმართული აშშ-ის საელჩოს საწინააღმდეგოდ. მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ მათი რიტორიკა ანტიდასავლური არ არის.

დღის ამბები