13 აგვისტო 2022,   18:50
ვრცლად
ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას პარლამენტი დღეიდან იწყებს - პირველ სხდომას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს​

დღის 12 საათზე პარლამენტში დანიშნულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც სწორედ დღეიდან იწყება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მსჯელობა. საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება შეხვედრაზე ყველა დეპუტატს შეეძლება. 12 პირობის შესასრულებლად იგეგმება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი დაიწყებს ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას. 

"ჩვენ უკვე შევუდექით იმ გეგმის შესრულებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან იქნება შეხვედრა, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავის ხედვებს გააცნობენ იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირმა დაგვიდო 12 საკითხის სახით," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები