10 აგვისტო 2022,   21:27
ვრცლად
ტორეცკში რუსების სარაკეტო თავდასხმას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

ომის 134-ე დღეს რუსები უკრაინული ტერიტორიების დაბომბვას განაგრძობენ. ქალაქ ტორეცკში, ოკუპანტების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ინფორმაცია დონეცკის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა.

გრძელდება სუმის ოლქის დაბომბვაც. გუბერნატორის თქმით, თავდასხმები მიროპილსკას, კრასნოპილსკასა და ხოტინსკას მიმართულებით მიმდინარეობს. ჯერ უცნობია არის თუ არა მსხვერპლი.

ოკუპირებულ ხერსონში კი მასშტაბური ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია რკინიგზის სადგურთან მდებარე საწყობები. რა ინახებოდა საცავებში, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინის გენერალური პროკურატურა 21 ათასი სამხედრო დანაშაულის საქმეს იძიებს, რომელიც ომის დაწყებიდან დღემდე, ყოველდღიურად 200-300-მდე შესულ შეტყობინებებს ეხება. უკრაინის მთავარი პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, დამნაშავეების დიდ ნაწილს დაუსწრებლად გაასამართლებენ.

დღის ამბები