13 აგვისტო 2022,   20:21
ვრცლად
უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სამხრეთით ოკუპირებულ რაიონებში რუსულმა ძალებმა დაბლოკეს ყველა საშუალება და მოსახლეობას სოციალურ ქსელებთან წვდომა აღარ აქვს, შესაბამისად, ისინი მიმდინარე მოვლენებზე რეალურ ინფორმაციას ვეღარ იღებენ.  ზელენსკი მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ამ ხალხთან კომუნიკაციის საშუალება, მიაწოდონ რეალური ინფორმაცია.

"ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას - უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია უკრაინული იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უთხრათ ხალხს, რომ ჩვენ მათთვის ვიბრძვით. ვიბრძვით მთელი სამხრეთისთვის, მთელი უკრაინული დონბასისთვის, იქ ახლა სასტიკი სისხლისღვრაა, სლავიანსკთან და ბახმუტთან. ჩვენ ვიბრძოლებთ ხარკივისთვის," – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით მიიწევენ წინ, მათ შორის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიმართულებით.

"როგორც იქნა იგრძნობა, რომ დასავლური არტილერია მძლავრად ამუშავდა. იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ. მისი სიზუსტე რეალურად ისეთია, როგორიც საჭიროა. ჩვენი დამცველები ძალიან საგრძნობ დარტყმებს აყენებენ შემადგენლობებსა და სხვა წერტილებს. ეს არსებითად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები