13 აგვისტო 2022,   18:27
ვრცლად
"შინ ევროპისკენ" შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას - გამოჩნდება თუ არა ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშე და რატომ უწინასწარმეტყველებს მას კრახს "ოცნება"

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას. მოძრაობა, რომელიც საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად შეიქმნა, პოლიტიკურ ამბიციებს აღარ მალავს, თუმცა ჯერ ღიად არ საუბრობს, გააგრძელებს თუ არა პარტიული საქმიანობას.

იმაზე, რომ სამოქალაქო აქტივისტებისგან შექმნილი მოძრაობა შესაძლოა პოლიტიკურ გუნდად ჩამოყალიბდეს, ღიად საუბრობს საიას თავმჯდომარე. ნიკა სიმონიშვილმა ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში ისაუბრა და განაცხადა რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფი შესაძლოა საზოგადოებამ უახლოესი კვირების განმავლობაში იხილოს.

პოლიტიკურ მოედანზე ახალი პოლიტიკური მოთამაშის გამოჩენას ოპოზიცია მიესალმება და მათგან აქტივობებს ელის.

"ქართული ოცნებისთვის" კი ნიკა სიმონიშვილის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "შინ ევროპისკენ" რეალურად ოპოზიციური პარტიების დანამატი იყო. მმართველი გუნდი ახალ პოლიტიკურ ჯგუფს კრახს უწინასწარმეტყველებს.

დღის ამბები