10 აგვისტო 2022,   21:19
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი რობერტ სპანო ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით იმყოფება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი, რომელიც დღეს მთავრობის მეთაურს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და რობერტ სპანომ საქართველოსა და ევროპულ სასამართლოს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ევროსასამართლოში საქართველოს შესახებ 130 - მდე საჩივარი განიხილეს, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, 10 წლის წინ კი ევროსასამართლოში განხილული საჩივრების რაოდენობა 3 ათასიდან 4 ათასამდე იყო.

დღის ამბები