12 აგვისტო 2022,   13:49
ვრცლად
"ძალიან მიმძიმს, რომ დღეს ფიზიკურად თქვენ გვერდით ვერ ვიდგები რუსთაველზე"- მეგის ქარდავა აქციის მონაწილეებს მიმართავს 

სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს. მძიმე დანაშაულებში, მათ შორის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი ძალოვანი წერს, რომ სულიერად, მორალურად და მთელი გონებით პარლამენტთან მიმდინარე აქციას უერთდება.

"მოგმართავთ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების საკნიდან და მინდა გითხრათ, რომ დღეს ფიზიკურად თქვენ გვერდით ვერ ვიდგები რუსთაველზე, თუმცა სულიერად, მორალურად და მთელი გონებით თქვენთან ვარ.  ძვირფასო ახალგაზრდებო, თანატოლებო და უფროსებო, დროა, საკუთარ თავზე აიღოთ ინიციატივა. თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ და არ გააკეთებს.

დღეს უკვე ცარიელი სიტყვების დრო აღარ არის. დროა მოქმედებაზე გადავიდეთ, რადგან უმოქმედობით და ცარიელი სიტყვებით რეჟიმს ვერ გადააგდებთ. ახლა როცა არჩევანი ასეთი მარტივია წყვდიადსა და ნათელს შორის, საფიქრალიც ბევრი არაფერია. ან იდგებით სიმართლისა და სინათლის მხარეს, ან სამუდამოდ დარჩებით და დატოვებთ ქვეყანას წყვდიადში. 

გისურვებთ გამძლეობასა და მხნეობას. ღმერთმა დალოცოს საქართველო.  შეხვედრამდე, თავისუფალ საქართველოში, სადაც აუცილებლად გავაგრძელებ ქვეყნის რიგით ჯარისკაცობას და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე იმ საქმეს, რომელიც 2012 წელს პუტინის რეჟიმმა, დროებით, თუმცა უკვე ხანგრძლივად დააპაუზაპუტინ-ივანიშვილის პირად პატიმრობაში მყოფი, პოლიტიკური მძევალი მეგის ქარდავა,"-წერს მეგის ქარდავა. 

დღის ამბები