17 აგვისტო 2022,   21:01
ვრცლად
ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას და არეულობას, რაც საბოლოო ჯამში აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა პასუხისმგებელი პირებითა და ვადებით გაწერილია. "ქართული ოცნება" ევროპული დაპირების მისაღებად დავალების შესასრულებად მზად არის, მმართველმა გუნდმა ევროკომისიის პირველი მოთხოვნის- დეპოლარიზაციის შესრულების მიზნით, ოპონენტებს კონკრეტული ფორმატიც შესთავაზა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების შეთავაზებაზე ჯერჯერობით ოპოზიციისგან არ ყოფილა ისეთი პასუხი, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას შეუწყობდა ხელს. 

"ტერმინიც შეცვალეს იმისთვის, რომ გარკვეულწილად შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება, ტექნიკური მთავრობის ნაცვლად ახლა ამბობენ თანხმობის მთავრობას. რა თანხმობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საუბარია იძულებაზე, აიძულებს ერთი მხარე მეორე მხარეს რაღაცის გაკეთებას. იქ სადაც არის იძულება დეფინიციის მიხედვით ვერ იქნება თანხმობა.

არჩევანი დღეს არის მარტივი, ვისაც უნდა ევროპა უნდა შემოგვიერთდეს ჩვენ ამ წამოწყებაში. ვინც ჩვენ არ გვიერთდება ის თავისთავად ევროკომისიის ამ წინადადებებზე ჩანს, რომ უარს აცხადებს. პლატფორმა არის პარლამენტი, თემები არის განსაზღვრული, ვადები არის განსაზღვრული.

ჩვენ ეს შეთავაზება გავაკეთეთ, ეს გახლავთ ხელისუფლების პასუხიმგებლობა, რომ ეს 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ.

ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა საბოლოო ჯამში აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მმართველი პარტიის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ დეპოლარიზაციის ნაწილში დიდია ოპოზიციის როლი და თუკი ოპონენტები კვლავ გააგრძელებენ ანტიკონსტიტუციურ ტექნიკურ მთავრობაზე საუბარს  დეპოლარიზაციის კუთხით პრობლემა ვერ მოგვარდება.

დღის ამბები